in

ილია თოფურია: მაგას პირველივე რაუნდში მივბეგვავდი

UFC-ის ქართული წარმოშობის ესპანელი მებრძოლი ილია თოფურია (12-0) მიიჩნევს, რომ ნახევარმსუბუქ წონაში ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეი (23-7), ისევე როგორც მოქმედი ჩემპიონი ალეკსანდრ ვოლკანოვსკი (25-1), მისთვის პრობლემა ვერ იქნებოდა.

„მე მას (ჰოლოუეი) პირველ რაუნდში მოვუთავებდი საქმეს. ეს იქნებოდა ცემა, – უთხრა თოფურიამ Kolmenero-ს, – ისინი ჩემ დონეს მაშინ ნახავენ, როდესაც უფრო მაღალი კლასის მებრძოლთან ვიჩხუბებ. ასევე მარტივად დავამარცხებ კონორს. ბრძოლა ორ რაუნდზე მეტი არ გაგრძელდება.

ვოლკანოვსკის მეორე ან მესამე რაუნდში წავაქცევ. ეს ბრძოლა უფრო დიდხანს გაგრძელდება, რადგან ის ბევრს მოძრაობს. ჩხუბზე რომ წამოვიდეს, პირველ რაუნდშივე ვცემდი. მაგრამ ის ასე არ ჩხუბობს“.

თოფურიამ წინა ბრძოლაში ბრაის მიტჩელს აჯობა ლას ვეგასში UFC 282-ზე უკვე მეორე რაუნდში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის ახალი რეკორდი: სატრანსფერო სიახლეები

წმინდა დიეგო: მარადონას კვარტალი და მურალი ნეაპოლში