in

ქართული ოლ სტარი: აქაურებმა ჩამოსულებს მოუგეს

რუსთავში საქართველოს სუპერლიგის ვარსკვლავთა (All Star) მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველთა და ლეგიონერთა გუნდები. როგორც ყველა „ოლ სტარი“, ეს მატჩიც სანახაობრივი გამოდგა და ადგილობრივების გამარჯვებით დასრულდა.

ადგილობრივები – ლეგიონერები 113:111

35:38, 36:26, 18:23, 24:24

ადგილობრივები: ბულაშვილი (17ქ, 7პ), მაზიაშვილი (15ქ), ლონდარიძე (11ქ), პატაშური (30ქ, 7მ), სულხანიშვილი (1ქ), ბერიშვილი (3ქ), ლომოური, ლობჯანიძე (2ქ), ბექაური (13ქ, გოგუა 4ქ), ბულიავა (11ქ), ოჩხიკიძე (5ქ).

ლეგიონერები: მაკნილი (22ქ), ფორესტი (5ქ), დენიელსი (8ქ), კროფტი (9ქ, 7მ), რიდლი (15ქ, 9პ), უეირი, რეი (23ქ), დიგსი (7ქ), ნიუტონი (6ქ), სეშენი (8ქ), გილსონი (6ქ, 9პ), ლინჩი (2ქ).

ყველა ვარსკვლავის მატჩის მიმდინარეობისას გაიმართა სამ ქულიანებისა და ჩატენვების კონკურსები.

სნაიპერთა დაპირისპირებაში ეროვნული ნაკრებისა და თსუ-ს კალათბურთელმა მიშა ბერიშვილმა გაიმარჯვა!

ჩატენვების კონკურსი, ბათუმელი კაილი რიდლის გამარჯვებით დასრულდა.

თამაშის საუკეთესო მოთამაშე, MVP რუსთავის მოთამაშე გუგა პატაშური გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი მედალი პორტუგალიაში: ოქრო და ვერცხლი

რა მიიღო ხვიჩამ