in

ორი მედალი პორტუგალიაში: ოქრო და ვერცხლი

პორტუგალიის გრან პრი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა.

ილია სულამანიძემ (100კგ) ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ჩეხი ლუკაშ კრპალეკის ძლევის შემდეგ, ფინალში ერთ წუთში ორი ვაზარით იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ტურნირის ბოლო დაპირისპირებაში მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ფინალში კორეელ კიმს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.

ახალგაზრდა ქართველი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კიდევ ოთხმა ძიუდოისტმა – ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა (ორივე 90 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (100კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთიც და… შერმადინმა MVP-ის ტიტულებით არვიდას საბონისს მიუკაკუნა

ქართული ოლ სტარი: აქაურებმა ჩამოსულებს მოუგეს