in

ერთი სიყვარული: მსოფლიო ჩემპიონატზე დისკრიმინაციას ებრძვნიან – ინგლისი შეუერთდა

ინგლისის ნაკრები დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა.

გუნდის კაპიტანი ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატზე კაპიტნის სამკლაურით OneLove („ერთი სიყვარული“) ითამაშებს. ეს აქცია ეძღვნება საზოგადოებაში ყველა სახის დისკრიმინაციას და მთელი სეზონი გაგრძელდება.

ინიციატივის ორგანიზატორი გახდა ნიდერლანდების ნაკრები, რომელსაც შეუერთდნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია და უელსი.

სამკლაურზე გამოსახულია გული სხვადასხვა ფერის ხაზებით, რაც საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს გამოხატავს.

ინგლისის კაპიტანი ამ სამკლაურს ერთა ლიგის მატჩებზეც გაიკეთებს 23 და 26 სექტემბერს იტალიასთან და გერმანიასთან შეხვედრებში.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისში ფეხბურთი დღისით გადააქვთ: შუქის ფული არ აქვთ

ბარსამ შესაძლოა მესის უჩივლოს