in

გულიაშვილი ულამაზესად მოქმედებს და გოლებს იტანს, კუპატაძე ისრაელში მიდის

ერთი კვირის წინ „საბურთალოს“ ფორვარდი გიორგი გულიაშვილი ბოსნიის „სარაევოში“ გადავიდა და მეორე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი „ფამოსი“ 5:1 დაამარცხა.

გულიაშვილმა ბოლო ორი გოლი გაიტანა – 82-ე და 88-ე წუთებზე.

„82-ე წუთზე, ულამაზესი მოქმედების შემდეგ, გულიაშვილმა ფენომენალური გოლი გაიტანა და მეტოქის მეკარეს აჯობა, 6 წუთის შემდეგ კი მორიგი ლამაზი კომბინაციის შედეგად საბოლოო ანგარიში დააფიქსირა“, – ასე შეაფასა ქართველის თამაში ბოსნიურმა გამოცემა sport1.oslobodjenje-მ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი მეორე ტაიმში შევიდა.
ბოსნიის ჩემპიონატი 25 თებერვალს განახლდება.

ლაზარე კუპატაძე, დიდი ალბათობით, კარიერას იერუსალიმის „ბეითარში“ გააგრძელებს. არსებობს სიტყვიერი შეთანხმება.
2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოს“ დატოვება მოუხდა და მას შემდეგ უგუნდოდაა.
„ბეითარი“ ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბია, მიმდინარე ჩემპიონატში კი მე-6 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე ისევ მაგარია: გიორგიმ დიდებული პასით გაატანინა

ხვიჩა პირველი წრის სიმბოლურშია