„ლეიკერსმა“ რეგულარული ჩემპიონატის თამაში წააგო შინ „კლიპერსთან“ – 115:133.
მასპინძელთა შორის 46 ქულა დააგროვა ლებრონ ჯეიმსმა. ამრიგად, 38 წლის ფორვარდი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც 40 ქულა ჩაუგდო ნბა-ს ყველა, 30 კლუბს.
გარდა ამისა, ჯეიმსმა სამქულიანების პირადი რეკორდიც დაამყარა – 9 ზუსტი სროლა (14 მცდელობიდან).
ამ სეზონში ლებრონის ანგარიშზე საშუალოდ 29,8 ქულა, 8,5 მოხსნა და 6,9 პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings