საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. გაგა კირკიტაძის გუნდი ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგად ცნობილ და გამოცდილ ცენტრალურ თავდამსხმელს იმატებს.
“გაგრას” ზურაბ მუსელიანი შეუერთდება 23 წლის თავდამსხმელი ბოლოს ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაში ირჯებოდა. განვლილ სეზონში მან აჭარული გუნდის მაისურით 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლით გუნდს ქართული ფეხბურთის ელიტაში გადმოსვლაში დაეხმარა.
ზურაბ მუსელიანის საფეხბურთო კარიერა “ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო და ქობულეთელებს სწორედ “ვეტერინარებისგან” შეუერთდა.
გეტყვით იმასაც, რომ ქობულეთის “შუქურაში” სერიოზული ფინანსური კრიზისია და გუნდი დაშლის პირასაა.
GIPHY App Key not set. Please check settings