ხუთშაბათს, 10 იანვარს პსჟ ერ-რიადში საუდის არაბეთის ორი კლუბის „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ ნაკრებს შეხვდება.
საუდელმა ბიზნესმენმა მუშრეფ ალ-გამდიმ საქველმოქმედო აუქციონი მოიგო, სადაც მატჩზე დასასწრები ვიპ ბილეთი იყიდებოდა.
ვაჭრობა მილიონი რიალიდან დაიწყო. ალ-გამდიმ 10 მილიონი რიალი (დაახლოებით 2.6 მლნ დოლარი) გადაიხადა და ისე მოიგო.
უშუალოდ ბილეთის გარდა, ალ-გამდის უფლება ექნება შევიდეს გასახდელშიდა ფოტოები გადაიღოს ფეხბურთელებთან.
შემოსული თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯება.
ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ შეხვედრილან ერთმანეთს.
GIPHY App Key not set. Please check settings