in

ვიდეო: აგუერო თამაშზე ჯამბაზად გავიდა, ამას საიდუმლოდ ინახავდნენ

სერხიო აგუეროს დებიუტი ჰქონდა კინგს ლიგაში „კუნისპორტსის“ რიგებში „პროსინოსთან“ მატჩში (2:2, 2:3 ბულიტებით).

ის თამაშზე ჯამბაზის კოსტუმში გავიდა. მატჩამდე არავინ იცოდა, რომ არგენტინელი მონაწილეობას მიიღებდა, ამას საიდუმლოდ ინახავდნენ.

„სიტის“ ყოფილი ფორვარდი „კუნისპორტსში“ მე-12 მოთამაშედ ითამაშა. კინგს ლიგის თითოეული გუნდში 12 ფეხბურთელია, 10 მათგანი დრაფტზე შეირჩა, მე-11 კლუბის პრეზიდენტი იწვევს მთელი სეზონით, მე-12 კი რეგულარულად იცვლება.

სწორედ აგუეროა „კუნისპორტსის“ პრეზიდენტი.

ძირითად დროში აგუერომ გოლი გაიტანა, მაგრამ ბულიტებისას დარტყმა ვერ გამოიყენა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის მაისურში ჩინელმა აუქციონზე 43 ათასზე მეტი გადაიხადა

შაკირამ კუდიანის თოჯინა დადგა აივანზე, რომელიც პიკეს დედის სახლს უყურებს