საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა, იან ნეპომნიატჩიმ “Sports.ru”-თან მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სერიაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება და ნეპოს მეტოქე ჩინელი, დინგ ლირენი იქნება.
ამ პარტიების მიზეზი კი მაგნუს კარლსენის გადაწყვეტილებაა – მან უარი თქვა ტიტულის დაცვაზე, რომელსაც 10 წელია ატარებს და მის სიახლოვესაც კი არავინაა.
“ცუდია, რომ მაგნუსი არ ითამაშებს. ვინ იცის, იქნებ დაბრუნდეს კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ცვლის, რადგან დინგის დაუფასებლობა ტიტულის დაკარგვის ტოლფასი იქნება.
მაგნუსი გენიაა და მასთან დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა და მნიშვნელობა არ აქვს ეს, ვის წინააღმდეგ მოხდება”.
სხვათაშორის, მაგნუს კარლსენს ნეპოს წინააღმდეგ ძალიან უჭირდა და 2018 წლამდე დამარცხებულიც არ ჰყავდა. ჰო, გასულ წელს ფინალში, სწორედ იანმა და მაგნუსმა ითამაშეს – კარლსენმა რუსი წალეკა!
GIPHY App Key not set. Please check settings