იცით, ინგლისში რამდენი საფეხბურთო დივიზიონია? – რთული სათქმელია, მაგრამ საფეხბურთო პირამიდის ფსკერზე მყოფი გუნდებისთვისაც კი “უემბლის” მაგიური კარი ღიაა, ოღონდ “FA CUP”-ის მეშვეობით.
რატომ შემოვუარეთ შორიდან? – პირველ რიგში, იმ ადგილის მნიშვნელობის გასააზრებლად, რომელიც სადებიუტო ქალთა ფინალისიმას უმასპინძლებს. “უემბლი”-ს ხშირად საფეხბურთო ლასკალას უწოდებენ.
კარგი, საფეხბურთო ნაწილი რომ გადავდოთ: ბიონსე, ელტონ ჯონი, ჯგუფი “მიუზი”, პოლ მაკარტნი და სხვა უამრავი გენიალური მუსიკოსი თუ ჯგუფი ელის როდის იხმობენ და 200 000 ადამიანის წინაშე საყვარელ ჰანგებს ააგუგუნებინებენ.
კარგი, დავბრუნდეთ მონუმენტური მნიშვნელობის ძეგლთან და დავაანონსოთ, რომ 2023 წლის 6 აპრილს, სადებიუტო ქალთა ფინალისიმა შედგება.
რა არის ფინალისიმა? – უახლესი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ევროპისა და კოპა ამერიკის ჩემპიონები ხვდებიან. მამაკაცთა დონეზე არგენტინამ იტალია 3:0 გაანადგურა და მუნდიალის თასამდე ლეო მესიმ, სწორედ ფინალისიმას თასი ააფრიალა.
ახლა ქალების დროა, ჰოდა, ინგლისი, რომელმაც ევროპის კონტინენტი დაიპყრო, კოპა ამერიკა ფემინინას ტრიუმფატორ ბრაზილიას უცდის. შესაძლოა, საყოველთაო ინტერესის მიზეზი ინგლისელთა იქ ყოფნაა, რადგან “უემბლი” – ლონდონური ყოველდღიურობის არქაული პასაჟია.
ინგლისელებს ტიტული ენატრებათ და ყოველი დიდი ტურნირის წინ გვართობენ: “IT’S COMING HOME” ჩენთით. რატომ სახლში? – ფეხბურთი ხომ ინგლისში მოიგონეს და 1966 წლის შემდეგ მის დაბრუნებას ელიან. ჰოდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით, მთავარი ისაა, რომ მატჩამდე 6 თვით ადრე აბსოლუტურად ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!
დიდებული ანტურაჟი და ბევრი ლუდი ბრიტანელ ქალბატონებს გარანტირებული ექნებათ…
ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია, რომ ფიფას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია კი ვიცით. მაგალითად, მუნდიალზე პირველად მოხდა, რომ მსაჯთა ბრიგადა ქალებისგან დაკომპლექტდა.
GIPHY App Key not set. Please check settings