ფიფამ წლის საუკეთესო მეკარის პრეტენდენტები დაასახელა.
The Best-ის ჯილდოს კანდიდატებს შორის არიან:
ალისონი („ლივერპული“, ბრაზილია), იასინ ბუნუ („სევილია“, მაროკო), ტიბო კურტუა („რეალი“, ბელგია), ედერსონი („სიტი“, ბრაზილია) და ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინა).
გაფართოებული სიიდან ამოვარდნენ დომინიკ ლივაკოვიჩი (ზაგრების „დინამო“, ხორვატია), მაიკ მენიანი („მილანი“, საფრანგეთი) და მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).
დაჯილდოების ცერემონია 27 თებერვალს გაიმართება. ხმის მიცემა 3 თებერვლამდეა შესაძლებელი.
GIPHY App Key not set. Please check settings