გუშინ, “პსჟ”-მ ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ბოლო ადგილოსანი “ანჟე” მიიღო და 2:0 დაამარცხა. ეკიტიკეს გოლს მეორე ნახევარში ლეო მესიმ დაამატა და პარიზელებმა 6 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.
მუნდიალის დასრულების შემდეგ კი ლეომ პირველად ითამაშა და გოლითაც გამოირჩა. ჰო, პარიზულმა კლუბმა, ლეოს თასით გამოსვლის საშუალება არ მისცა, რაც, პრინციპში, ლოგიკურია, რადგან არგენტინამ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.
“ლეო თავს კარგად გრძნობს. მადლობა პარიზელ ქომაგს, რადგან ისინი, ლეოს ძალიან თბილად შეხვდნენ, რაც მოთამაშისთვის უმნიშვნელოვანესია. მიხარია, რომ ლეო დაბრუნდა. შესვენებისას ვკითხე თავს როგორ გრძნობდა და მითხრა, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად იყო”.
GIPHY App Key not set. Please check settings