ლიონელ მესი 2022 წლის სპორტსმენია L’Equipe-ის ვერსიით.
35 წლის ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა მესის თანაკლუბელმა პსჟ-ში კილიან მბაპემ. მესამეა ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი.
სრული სია ასე გამოიყურება:
- ლიონელ მესი (ფეხბურთი, 808)
- კილიან მბაპე (ფეხბურთი, 381)
- რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი, 285)
- რემკო ევენეპული (ველოსპორტი, 252)
- მაკს ვერსტაპენი (ფორმულა-1, 196)
- კარიმ ბენზემა (ფეხბურთი, 195)
- არმან დიუპლანტისი (მძლეოსნობა, 185)
- სტეფ კარი (კალათბურთი, 139)
- ანტუან დიუპონი (რაგბი, 105)
- დავიდ პოპოვიჩი (ცურვა, 98).
საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო L’Équipe-სგან საფრანგეთში 1946 წლიდან გაიცემა, ხოლო მთელი მსოფლიოსთვის 1975 წლიდან.
რეიტინგი დგება ფარული გამოკითხვით, რომელიც 20 დეკემბერს იხურება. ნომინანტთა სიიდან თითოეული ჟურნალისტი 5 საუკეთესოს არჩევს. პირველი ადგილისთვის 6 ქულა ენიჭება, მე-2 ადგილისთვის 4 ქულა და ასე იკლებს.
2012 წლიდან საფრანგეთის საუკეთესო სპორტსმენს და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენს ცალ-ცალკე აძლევენ ჯილდოს.
GIPHY App Key not set. Please check settings