ენცო ფერნანდესის სატრანსფერო საგა მარტივად დამსრულებელს არ ჰგავს. სიტუაცია ამგვარფია: ენცოს 120 მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი აქვს და თითქმის ყველა გავლენიანმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ “ჩელსი” ამ თანხის გადასახდელად მზად იყო.
ცხადია, ეს ყველაფერი ენცო ფერნანდესამდეც მივიდა და მან მწვრთნელს პირდაპირ უთხრა, რომ ლონდონში გადაბარგება სურდა, შესაბამისად, ყველაფერი დალაგებულს ჰგავდა, მაგრამ ლონდონელებმა თანხის შემცირებაზე დაიწყეს საუბარი:
“ასე არ შეიძლება. მათ ფეხბურთელს იმედი მისცეს, უთხრეს, რომ გადაიხდიდნენ თანხას და ახლა მოლაპარაკებების დაწყება სურთ, რათა თანხა შეამცირონ. ენცოსი მესმის, პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია და იქ სურს ყოფნა, მაგრამ მის შესაძენად ერთადერთი გზა გამოსასყიდის ამუშავებაა, “ჩელსი” კი უღირსად მოიქცა” – როჯერ შმიდტი.
GIPHY App Key not set. Please check settings