in

ედი ჰაუ: ენცო ფერნანდესი ძალიან მომწონს, მაგრამ მისი ფასი კოლოსალურია

რამდენიმე დღისწინ, ალან შირერმა “ნიუკასლ იუნაიტედის” სატრანსფერო ვარიანტებზე ისაუბრა და ღიად თქვა, რომ ენცო ფერნანდესი მისთვის ოცნების ტრანსფერია.

ენცოს ფეერიული მუნდიალი ჰქონდა და საუკეთესო ახალგაზრდაც გახდა, მექსიკას ულამაზესი გოლი გაუტანა და “ბენფიკა” სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, რადგან მისი შენარჩუნება საგმირო ამბავი იქნება.

ენცოს შეძენის უმთავრესი ფავორიტი კი “ლივერპულია”, რომელმაც 80 მილიონი გაამზადა.

“ენცო ძალიან მომწონს. შირერი მართალია, ის კარგი ბიჭია და საინტერესო იქნებოდა მისი ჯორდებში ხილვა, მაგრამ სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, ეს გაგვიჭირდება”.

საინტერესო ისაა, რომ “ნიუკასლს” მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მფლობელი ჰყავს, საუდის არაბეთის პრინცის ქონება 250 მილიარდს აჭარბებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავი: გავი და პედრი მე და ინიესტას გვჯობნიან

გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა თასის ტურის სიმბოლურში მოხვდა!