„ნაპოლიმ“ პირველად წააგო სერია ა-ში ამ სეზონში. ხვიჩას გუნდმა სტუმრად „ინტერთან“ დათმო 0:1. აქამდე ნეაპოლელებს 13 მოგება და 2 ფრე ჰქონდათ.
ამ მარცხამდე „ნაპოლი“ იყო ბოლო კლუბი ტოპ 5 ლიგაში, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში ჩემპიონატში წაგება არ ჰქონია.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლუჩანო სპალეტიმ.
„ისინი იმავეს აკეთებდნენ, რასაც ყოველთვის, ჩალხანოღლუ ლობოტკას წინააღმდეგ დააყენეს, მაგრამ ჩვენ ბურთი უკეთ უნდა წაგვერთვა, რათა წინ უკეთ მიგვეწოდებინა. ამის გაკეთება ჩვენთვის ჩვეულ დონეზე არ გამოგვივიდა. მეტიც, მთლიანობაში უარესად ვმოქმედებდით, ვიდრე ჩვეულებრივ.
უფრო სწრაფად და ხარისხიანად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ასეთი ათლეტური გუნდის წინააღმდეგ რთულია.
ეს დონე ჩვენს შესაძლებლობებზე დაბლაა. ისევ უნდა დავიბრუნოთ საუკეთესო ფორმა“.
GIPHY App Key not set. Please check settings