in

პელე სანტოსის სტადიონზე მიასვენეს: მეფეს აქ დაემშვიდობებიან – სახლში მოვიდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ცხედარი „სანტოსის“ სტადიონზე მიასვენეს. ამის შესახებ ფეხბურთელის შვილმა აცნობა.

პელეს ვაჟმა სოცქსელებში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, როგორ მიდის კორტეჟი სტადიონისკენ. სწორედ აქ გაიმართება ბრაზილიის ნაკრების ფორვარდთან დამშვიდობება.

„სახლში მოვიდა“ – დაწერა ედსონ შოლბი დუ ნასიმენტუმ.

პელესთან გამომშვიდობების ცერემონია „სანტოსის“ არენაზე დღეს, 2 იანვარს დაიწყება (17:00 სთ) და 24 საათი გაგრძელდება.

პელე 29 დეკემბერს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. ის ისტორიაში ერთადერთი მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი 2022 წლის საერთაშორისო ბომბარდირია: ლეოს თანაგუნდელები მოყვებიან

მერაბ დვალიშვილს 10-ჯერ ვჯობივარ: ჰენრი სეხუდო