საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო ოფიციალურ საშინაო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.
დღევანდელი საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, წლის დასკვნით ოფიციალურ მატჩებთან დაკავშირებით, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია. ჯგუფში ჩვენი კონკურენტები არიან დღესაც. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მუხტია ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის. აუცილებლად ვეცდებით, რომ თამაში მოვიგოთ, რადგან ძალიან გვსურს ჯგუფური ეტაპის თბილისში მოგება.
ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა გუნდში, ყველა მეგობრულად არის განწყობილი ერთმანეთთან, რაც ძალიან სასიამოვნოა. კარგია ასეთ გუნდში მუშაობა. ბევრმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და ეს ძალიან წაადგება ჩვენ ნაკრებს”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)
ერთა ლიგის მატჩების განრიგი
23 სექტემბერი – 20:00
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
26 სექტემბერი – 22:45
გიბრალტარი – საქართველო
GIPHY App Key not set. Please check settings