დასრულდა სანაკრებო ფეხბურთი 2022 წელს და დასრულდა საფეხბურთო დრამატურგიის მაქსიმალურ წერტილში – მესიმ მუნდიალი მოიგო!
კარგი, ახლა ნელ-ნელა საკლუბო ამბებზე უნდა გადმოვერთოთ და ამის მშვენიერი მიზეზიც გვაქვს – დღეს, პრემიერ ლიგა, ბოქსინგ დეით ბრუნდება.
ისტორიულად, ფეოდალურ ხანაში ბოქსინგ დეის არსი მსახურთათვის ერთ დღიანი შვებულება იყო, რათა ოჯახთან დრო გაეტარებინათ. ბატონი ვალდებული იყო, რომ საჩუქრები მსახურის ოჯახის წევრთათვისაც დაეგზავნა და ამ სასიამოვნო ტრადიციას ინგლისელები საუკუნეების მანძილზე უფრთხილდებიან.
საფეხბურთო ჭრილში, ეს დღე ნონ სტოპთან არის ასოცირებული. ერთდროს, 10 მატჩი და საგიჟეთი, მაგრამ ახლა სხვაგვარადაა.
16:30- ზე “ბრენტფორდ ქომიუნითიზე” “ბრენტფორდი” კონტეს “ტოტენჰემს” დაუხვდება.
19:00
“კრისტალ პალასი” – “ფულემი”
“ლესტერი” – “ნიუკასლი”
“ევერტონი” – “ვულვზი”
“საუთჰემტონი” – “ბრაიტონი”
21:30
“ასტონ ვილა” – “ლივერპული”
00:00
“არსენალი” – “ვესტ ჰემი”.
WELCOME!
GIPHY App Key not set. Please check settings