კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა Transfermarkt-ის ვერსიით.
საიტმა პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის ფასი 180 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამის გამო მან ერლინგ ჰოლანდს გადაასწრო. მუნდიალამდე მბაპეს 160 მილიონად აფასებდნენ.
ტოპ 10 უძვირესი ფეხბურთელი Transfermarkt-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ:
- კილიან მბაპე (პსჟ / საფრანგეთი) – 180 მლნ ევრო;
- ერლინგ ჰოლანდი („სიტი“ / ნორვეგია) – 170 მლნ ევრო;
- ვინისიუსი („რეალი“ / ბრაზილია) – 120 მლნ ევრო;
- ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ დორტმუნდი / ინგლისი) – 110 100 მლნ ევრო (ფასი მუნდიალამდე – 90 მლნ ევრო);
- ფილ ფოდენი („სიტი“ / ინგლისი) – 110 მლნ ევრო;
- პედრი („ბარსელონა“ / ესპანეთი) – 100 მლნ ევრო;
- ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“ / გერმანია) – 100 მლნ ევრო;
- ბუკაიო საკა („არსენალი“ / ინგლისი) – 100 მლნ ევრო (ფასი მუნდიალამდე – 90 მლნ ევრო);
- ფედერიკო ვალვერდე („რეალი“ / ურუგვაი) – 100 მლნ ევრო;
- გავი („ბარსელონა“ / ესპანეთი) – 90 მლნ ევრო.
GIPHY App Key not set. Please check settings