დიეგო მარადონას შვილმა არგენტინის ნაკრების მიერ მუნდიალის მოგებაზე ემოციები გააზიარა.
„2022 წლის 18 დეკემბერი. არგენტინა – მსოფლიო ჩემპიონია.
ბედნიერი ვარ შენს გამო ლეო, რადგან არავინ არ იმსახურებდა ამ თასს შენზე მეტად. ბედნიერი ვარ ჩვენი ხალხის გამო, ჩვენი ქვეყნისთვის!
გულის სიღრმეში ყოველთვის არგენტინელად მიმაჩნდა თავი. მამა ზეცაში ზეიმობს. ვერ წარმოიდგენ როგორ ძლიერად მინდა ჩაგეხუტო“, – დაწერა დიეგო მარადონა-უმცროსმა და ნეაპოლის ქუჩებში ზეიმის ფოტო დადო.
მარადონას ბიჭი ნეაპოლში ცხოვრობს და არაპროფესიულ გუნდს „ნაპოლი იუნაიტედს“ ავარჯიშებს. ის 1986 წლის 20 სექტემბერს დაიბადა, მალევე, რაც დიეგომ და არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings