გუშინ, 18 დეკემბერს, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. ლიონელ სკალონის გუნდმა საფრანგეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (4:2) დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და კატარის ემირმა ტამირ ბინ ჰამად ალ ტანიმ “ალბისელესტეს” კაპიტან ლიონელ მესის შავი მოსასხამი მოარგეს.
ბიშტი, როგორც მას არაბულ სამყაროში უწოდებენ, მამაკაცის ტრადიციული მოსასხამია, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აქვს. ძირითადად, იცვამენ ქორწილებსა და რელიგიურ დღესასწაულებზე, მაგალითად, რამადანის დასრულებისას.
მომზადებულია Talksport-ის მიხედვით
GIPHY App Key not set. Please check settings