სულ ახლახანს, “რეალ მადრიდმა” მორიგი მადისაღმძვრელი ტრანსფერი გაჩარხა და 16 წლის ენდრიკი 72 მილიონ ევროდ შეიძინა. “პალმეირასი” 60 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა საკომისიოების კვოტაა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ 2024 წლამდე ენდრიკი “ლოს ბლანკოსში” ვერ გადავა, რაც ფიფას წესებით არის განპირობებული – სანამ მოთამაშეს 18 წელი არ შეუსრულდება საზღვარგარეთ ვერ წავა. არსებობს გამონაკლისი და ეს გამონაკლისი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაკეთებულ ტრანსფერს ეხება, ბრაზილია კი ამ ნუსხაში არ არის.
“რეალს” მსგავსი გამოცდილება როდრიგოსთან და ვინისიუსთან ჰქონია, შესაბამისად, ახალი და მოულოდნელი არაფერია. თავად ენდრიკი კი ამბობს, რომ მადრიდში გადაბარგებამდე ყველანაირად მოემზადება, რათა ევროპული გამოწვევისთვის მზად იყოს.
GIPHY App Key not set. Please check settings