in

მესიმ ვარჯიში მუხლქვეშა მყესის გამო გამოტოვა, მაგრამ ფინალში ითამაშებს

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლეო მესის დღეს ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, – იტყობინება “მუნდო დეპორტივო”.

თავიდან მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა დაიწყეს ვარჯიში, რომლებიც ხორვატიასთან მატჩში შეცვლაზე შევიდნენ ან სათადარიგოები იყვნენ, ძირითადი შემადგენლობა ჯერ ტრენაჟორებზე დაიტვირთა, მათ კი მოგვიანებით შეუერთდა.

მესის გასულ შეხვედრაში მარცხენა მუხლქვეშა მყესის პრობლემა ჰქონდა, თუმცა განაცხადა, რომ არაფერი არ აწუხებს. არგენტინელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის საფრანგეთთან გადამწყვეტ მატჩში თამაშს შეძლებს, რომელიც მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკანასკნელი იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხორვატი მსაჯი: მსაჯს მადლობა უთხარით რომ ლივაკოვიჩს წითელი არ უჩვენა

რატომ ვერ გადავა ენდრიკი “რეალში” 2024 წლამდე?