in

დეშამს მუნდიალებზე 18-დან 14 მატჩი აქვს მოგებული, მის წინ, მხოლოდ ერთი კაცია!

საოცარი სტატისტიკაა, ჩატარებულ მატჩთა 77.77 პროცენტი მისი გამარჯვებით დასრულდა. 18 მატჩი, 14 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი – ასეთია დიდიე დეშამის აქტივი, თან ფინალი წინაა და შესაძლოა, ზედიზედ მეორედ იჩემპიონოს.

ისტორიის განამვლობაში, ამდენი მატჩი ლუის ფელიპე სკოლარიმ მოიგო, ბრაზილიასა და პორტუგალიას წვრთნიდა, 2002 წელს თასიც მოიგო.

ერთადერთი კაცი, ვისაც უფრო მეტი მატჩი აქვს მოგებული, გერმანელი ჰელმუტ შოენია, რომელსაც კარიერაში 16 მატჩი აქვს მოგებული!

აქამდე, ისტორიას 3 მწვრთნელი ჰყავდა, რომლებმაც ზედიზედ ორი მუნდიალის ფინალში ითამაშეს: კარლოს ბილარდო; ვიტორიო პოცო და ფრანც ბეკენბაუერი. ამ ნუსხას კი დიდიე დეშამიც მიემატა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირს მორგანი: ფინალს საფრანგეთი მოიგებს და მესი იტირებს!

ჰამშიკი: კვარაცხელიასგან ამას არ ველოდი