ფინალური წყვილი დაკომპლექტდა – საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება და გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ დიდიე დეშამმა უკვე ფინალზე ისაუბრა:
“დიდი განსხვავებაა ამ და წინა არგენტინას შორის. მაშინ, გუნდს ცენტრ ფორვარდი არ ჰყავდა, რაც მესის მქკ-ს დაღს ასვამდა, თუმცა ახლა განსხვავებული სურათია და არგენტინა გაცილებით სახიფათო გუნდია.
მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამას შეფარვა არ სჭირდება. ისინი აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ხანდახან, აგრესია, შესაძლოა, დამღუპველიც აღმოჩნდეს”.