პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულია ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობით.
როგორც CNN Portugal-ის ჟურნალისტი ბრუნუ ანდრადე ამტკიცებს, 59 წლის სპეციალისტი პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია. თუმცა მასთან გარიგების დადება მარტივი არ იქნება. მოგეხსენებათ, მოურინიო ამჟამად იტალიურ „რომას“ ავარჯიშებს.
თუ ერთ-ორ საქვეყნოდ ცნობილ მწვრთნელთან მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწევენ, პორტუგალიის ფედერაციაში აპირებენ, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან რუი ჟორჟე დააწინაურონ და ის გადაიყვანონ მთავარ ნაკრებში.
GIPHY App Key not set. Please check settings