in

კანი: ნოიერი გააფრთხილეს, რომ სრიალი სახიფათო იყო, მაგრამ ის არავის უსმენს

“ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა მეკარე მანუელ ნოიერის ტრავმაზე და გუნდში მის შემცვლელად დომინიკ ლივაკოვიჩის შესაძლო გადაყვანაზე ისაუბრა:

“მანუელმა ტურნირის შემდეგ ცოტა განტვირთვა გადაწყვიტა. ასეთი სტრესის მერე დასვენებაა საჭირო. სათხილამურო სპორტის დიდი მოყვარულია და ფერდობიდან დაეშვა.

ვიცი, ნოიერი რამდენიმეჯერ გააფრთხილეს, ცოტა თოვლი იყო და სრიალი სახიფათო გახლდათ, მაგრამ ის არასოდეს არავის არ უსმენს!

მთიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს, ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. სეზონის ბოლომდე მეკარე დავკარგეთ. ეს საშინელებაა, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია. ახლა მისი შემცვლელის პრობლემა

უნდა გადავჭრათ, თუმცა ეს დროებითი ღონისძიებაა. მანუელი დაბრუნდება.

ლივაკოვიჩი? ადამიანი, რომელმაც ბრაზილია შეაჩერა, ჩემთვის ყოველთვის გმირია. მუდამ მათ მოწინააღმდეგეებს ვგულშემატკივრობ. 2002 წლიდან დაწყებული ეს ძალიან პირადულია (იცინის). ხორვატებს ძალიან ჭკვიანი და ნასწავლი გუნდი ჰყავთ. მათთან ყველას გაუჭირდება. არგენტინის დამარცხება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ლივაკოვიჩი ქებას იმსახურებს. ასეთი მეკარე ტოპ-კლუბში უნდა თამაშობდეს. ეჭვიც არ მეპარება, მომავალ სეზონში ასეც იქნება, თუმცა ჩვენს ინტერესებში არ შედის”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი: ვიცით ვინ ვართ და რა გვსურს!

“ტორპედო” კაპიტანმა დატოვა