in

ტაქსის მძღოლი, რომელმაც ნოიერის საფულე იპოვა, გაცოფებულია

ტაქსის მძღოლმა, სახელდა ჰაზირ ს-მ ასეთი რამ მოყვა:

„ნოიერმა და მისმა თანხმლებმა ადამიანმა ჩემი მანქანით იმგზავრეს. ისინი ქალაქგარეთ, აგარაკზე წავიყვანე და, როდესაც მანქანის გარეცხვა გადავწყვიტე, შავი საფული ვიპოვე, რომელშიც 800 ევრო ნაღდი ფული, ვიზა პლატინიუმის ბარათი და შავი ამერიკან ექსპრესი იდო, რომელზეც მანუელ ნოიერის სახელი ეწერა. ცხადია, მას საფულე დავუბრუნე. ჩემი ხარჯებით, 50 კილომეტრი გავიარე, რათა ნოიერამდე მივსულიყავი. ის არ დამხვდა და მის წარმომადგენელს გადავეცი. უკან ისევ 50 კილომეტრი გამოვიარე და ველოდი მისგან გამოხმაურებას. ჰოდა, ცოტახნის შემდეგ, ნოიერნმა გერმანიის ნაკრების მაისური გამომიგზავნა ხელმოწერით. 4 შვილი მყავს, რათმინდა მისი ხელმოწერილი მაისური?“

გერმანიაში ასეთი წესი მოქმედებს. თუკი 500 ევროზე მეტი ღირებულების ნივთს იპოვნი, ვალდებული ხარ პოლიციას მიუტანო, რომ პატრონი მოიძიონ, თუმცა 800 ევროზე მეტის შემთხვევაში უფლება გაქვს 5% მოითხოვო. ჰოდა, ამ პატივცემულმა მძღოლმა დათვალა, რომ ნოიერამდე მისვლა და დაბრუნება 400 ევრო დაუჯდა. ნუ, 100 კილომეტრიანი ვოიაჟი 400 ევრო არ ჯდება, თუმცა აქ ალტერნატიული დანახარჯია გასათვალისწინებელი, რაც მიკროეკონომიკის საგანია და მოდი, ღრმად ნუ შევცურავთ. ფაქტი კი ერთია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე კაი ძუნწი ყოფილა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფია დინამოდან მიდის?

ფიფიამ ჭორები დაადასტურა: დინამო იყიდება!