in

ლეო… ლეო… ლეო… როგორ მოიპარა გრინჩმა შობა?

გრინჩი გაკეთილშობილდა და ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა, მაგრამ ლეო მესიზე ბოროტი და დაუნდობელი მეტოქე მწვანე საფარზე? – ვერსიებს ველით…

არადა, ხულიან ალვარესმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ განხილვის უმთავრესი საგანი ყოფილიყო. დუბლი მოინაგრა და პენალტიც აიკიდა, მაგრამ… ის, რაც მესამე გოლის ეპიზოდში ლეომ იოშკო გვარდიოლს დამართა, უბრალოდ რჩეულთა ხვედრია.

ლამის აუტის ხაზთან დამუშავებული ბურთი, მოკლე მონაკვეთში რამდენჯერმე ჩამოცილებული იოშკო და ლანგრით მირთმეული გოლი ხულიან ალვარესს. ლეო ლეტალურობის განსხივოსნება იყო.

როგორი უსამართლობაა, ლუკა მოდრიჩის შესანიშნავი პერფორმანსი, რომ საფეხბურთო მეხსიერების ფართო სპექტრს არ შემორჩება, რადგან მისი გუნდი 0:3 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

FROM “DON’T CRY FOR ME ARGENTINA” TO “CRYING FROM HAPPINES”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გარეტ საუთგეითი: არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო

ზლატკო დალიჩი: ძალზე საკამათო პენალტი დაინიშნა