in ,

ბრძოლა სრულყოფილებისა და უკვდავებისთვის – მოდრიჩი Vs მესი

4 მატჩი, რომლის დამაგვირგვინებელი აკორდი და ოლიმპოც ის თასია სულ რაღაც 6 კილოგრამს რომ იწონის და მის გამო ლამისაა ქვეყნები გადაემტერონ ერთმანეთს.

იტალიელი ხელოვანის, სილვიო გაზანიგას შექმნილმა თასმა ჟულ რიმე ჩაანაცვლა და 1974 წლიდან მოყოლებული მისთვის იბრძვიან. გერდ მიულერიდან კილიან მბაპებმდე, ამ თასისადმი ამბორი მხოლოდ რჩეულთ ძალუძთ!

დღეს, 23:00-ზე რაღაც განსაკუთრებული მოხდება. კიდევ ერთხელ, და ვინ იცის, იქნებ ბოლოჯერ, ლეო მესი და ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო სცენას გაიყოფენ. მესისთვის სასწორის პინაზე მარადონამდე არსებული (თუკი არსებობს) დისტანციის მოშთობაა, ლუკა მოდრიჩის პერსპექტივიდან კი მინიმუმ ყველა დროის ტოპ-15 მოთამაშეს შორის მოხვედრა ან 10-ც.

ცხადია, ეს მატჩი გაცილებით მეტია ვიდრე ინდივიდების ქიშპობა და პრიორიტეტი არც მოდრიჩსა და არც მესის არ მიენიჭებათ, მაგრამ პილიგრიმი მხატვრები?

რამდენი მონუმენტური მნიშვნელობის კადრი, დრიბლინგი, პასი, გოლი, ვარდნა და მატჩი გვისახსოვრეს ლეომ და ლუკამ? – აურაცხელი.

რით არის ეს მატჩი გამორჩეული? – აქ ვარსკვლავებით დახუნძულული ალბისელესტე ბრძოლაში გამოწრთობილ ბალკანელებს შეუტევს.

“DON’T CRY FOR ME ARGENTINA” – მუნდიალის დაწყებამდე ყველაზე ცნობილი ფრაზა, სწორედ ეს იყო. ნელ-ნელა ცრემლი თავისით მოვიდა, რადგან რამდენჯერ დადგა მომენტი, როდესაც ხალხი დაფიქრდა – ნუთუ ეს დასასრულია? ნუთუ ლეოს გზა ჯგუფსა თუ 1/4 ფინალში სრულდება? პასუხი უარყოფითია, ლეო ფინალამდე ერთ ნაბიჯშია…

ლუკა “FOURFOURTWO”-მ ყველა დროის საუკეთესოებაში 79-ე საფეხურზე განამწესა. პარალელური სამყაროს სიუჟეტი? – შესაძლოა, რადგან 37 წლის მოდრიჩმა, მესი&რონალდუს ეპოქაში ოქროს ბურთი დაისაკუთრა და მასშტაბურ სიგიჟემდე ერთ სვლაშია – ზედიზედ მეორედ, მუნდიალის ფინალი 4 მილიონიანი ქვეყნის დროშის ქვეშ…

მენოტი და ბილარდო გაკერპებული ტრიუმვირატის წევრები არიან. შეემატება სკალონიც? – ჯერ არ ვიცით. იქამდე კი ქიში ნათქვამია და შამათამდე ორივეს თითო სვლა აქვს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შემზარავი ინფორმაცია: 26 წლის ირანელ ფეხბურთელს, ქალთა უფლებების დაცვისათვის სიკვდილით დასჯიან

ლუის ენრიკე: ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე პოზიტიურად გამოვიდა