in

ვინისიუსმა იცეკვა და გაიმარჯვა კიდეც! რასისტებმა საკადრისი მიიღეს

“თუკი ის იცეკვებს, ამას პრობლემები მოჰყვება” – ეს “ატლეტიკოს” კაპიტნის კოკეს სიტყვებია მატჩამდე და ამით ვინისიუსი გააფრთხილა, რომ გოლის შემდეგ არ უნდა ეცეკვა.

ამის შემდეგ კი ესპანელმა აგენტმა ვინისიუსს მაიმუნი უწოდა და რასიზმის მორევშიც გადაეშვა. ამას ისეთი ამბავ მოჰყვა…

ნეიმარი, პელე, ალისონი და სხვა ბრაზილიელები პოსტებს პოსტებზე აქვეყნებდნენ, რომლითაც ვინის მხარს უჭერდნენ. იყავი ის, ვინც ხარ – ეს იყო ძირითადი ნარატივი.

გაბი ჟეზუსმა კი “ბრენტფორდის” კარში გატანილი გოლის შემდეგ ჯერ დარეკა, შემდეგ იცეკვა და პოსტიც დაწერა: არ შეწყვიტო ცეკვა!

მოკლედ, გუშინ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდული დერბი გაიმართა და ლოს ბლანკოსმა როდრიგოსა და ფედე ვალვერდეს გოლებით 2:1 მოიგო. მასპინძელთაგან თავი ჰერმოსომ გამოიჩინა.

სათქმელია, რომ მატჩის დაწყებამდე “ატლეტიკოს” ქომაგმა ვინისიუსი რასისტული შეძახილებით შეამკო. მეორე გოლის შემდეგ კი ვინისიუსმა სამბა შეახურა და გულნატკენი “ვანდა მეტროპოლიტანოც” სტვენის იმედად დარჩა.

გუშინ ვინისიუსმა გაიმარჯვა და ასეთ ბრძოლას ყოველთვის ვინისიუსისნაირები იგებენ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპე – ყველაზე ფულიანი ფეხბურთელი: ვინ არიან ათეულში

პრემიერ ლიგის ისტორია დაწერილია: ითან ნვანერი, 15 წლის და 180 დღის, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა!