ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან (1:2) მარცხს გამოეხმაურა.
“დორტმუნდის” ფეხბურთელის თქმით, “სამი ლომი” ფრანგებზე უკეთ გამოიყურებოდა და ნახევარფინალის საგზურს სწორედ ინგლისი იმსახურებდა.
“ეს ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. უკეთესი გუნდი გავარდა. ფეხბურთი ხანდახან ასეთი უსამართლოა, მაგრამ თანაგუნდელებით ვამაყობ. ზრდას გავაგრძელებთ და ჩვენი დროც აუცილებლად მოვა” – განაცხადა ბელინგემმა.
ბელინგემი ცალი ფეხით “ლივერპულშია” და ეს საიდუმლო არაა. მისი ოჯახის პრიორიტეტი მერსისპირეთია, ისევე როგორ მისი. ისე, ბელინგემის ტრანსფერი მინიმუმ 120 მილიონი დაჯდება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings