in

რონალდო: გუარდიოლასთან მოლაპარაკებები იყო

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რონალდო ნაზარიომ პეპ გუარდიოლას ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის შესახებ ისაუბრა და მის სიტყვებს კატალონიური მედია აქვეყნებს:

“დიახ, მოლაპარაკებები მართლაც იყო, მაგრამ პეპმა სიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება არჩია. მის სამწვრთნელო შტაბთანაც იყო გასაუბრება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია, რაც საქმეს ართულებს”.

ჩაგდებული მუნდიალის შემდეგ ბრაზილიელთა ბანაკში ახალი მესაჭის ძიება აქტუალურია, რადგან ტიტე გადადგა, გუარდიოლა კი “ლივერპულთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბექჰემმა კეინი დაიცვა

ბენზემა: მიდით, მხოლოდ ორი მატჩი დარჩა!