in

კვარაცხელიამ 45 წუთი ითამაშა

თურქულ შეკრებაზე, წვიმიან ამინდში “ნაპოლიმ” ამხანაგურ მატჩში “კრისტალ პალასი” 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა სპლეტიმ ისევ სასტარტოში დააყენა, თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და 33-ე წუთზე ლონდონური გუნდი დაწინაურდა, თუმცა ოსიმენმა მალე ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ გატანა მცველმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა ჟეზუსთან, დი ლორენცოსთან, ლობოტკასთან და ოსიმენთან ერთად შეცვალა. მოედანზე შესულმა რასპადორიმ ისევე როგორც “ანტალიასპორთან” მოგებულ წინა სპარინგში (3:2), დუბლი შეასრულა

და ნეაპოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

“ნაპოლი” ამ შეხვედრის შემდეგ იტალიაში დაბრუნდება და შაბათს “ვილიარეალს” უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანო ყოველთვის იქნება ლეგენდა: ფიფამ რონალდოს მადლობა ვიდეოთი გადაუხადა

“დინამოს” 17 წლამდე ლიგის გამარჯვებულია