რამდენიმე წუთისწინ, ბელგიის ნაკრების ლიდერმა და წარსულში “ჩელსის” ჯადოქარმა, ედენ აზარმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
მიმდინარე მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენა და “ოქროს თაობის” უტიტულოდ განიავება ნელ-ნელა ისახება. ედენი უკვე 31 წლის არის და შემდეგი დიდი ფორუმისათვის 33 წლის იქნება, მაგრამ მუნდიალის წინ მან დააანონსა, რომ სასურველი ფორმის ვერ აღდგენის შემთხვევაში ის კარიერას დაასრულებდა და ასეც მოიქცა.
აზარმა ნაკრებში 126 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა და 2018 წლის მუნდიალზე მე-3 ადგილი დაიკავა.
GIPHY App Key not set. Please check settings