ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მატჩის დასრულების შემდეგ 41 წლის ლეგენდა, სამუელ ეტო’ო შარში გაეხვა. მაშინ, როდესაც ის ქომაგებთან ერთად ფოტოებს იღებდა ერთ-ერთი მამაკაცი მიუახლოვდა და ვიდეოშიც ჩანს თუ რამდენად გაცეცხლებული “ბარსელონას” და “ინტერის” ყოფილი ფორვარდი.
გუშინ კი მან ბოდიში მოიხადა: “ამას ახსნა არ აქვს. მე ყველანაირი კონტროლი დავკარგე და ბოდიშს ვიხდი ამის გამო”.
ყველაზე სარწმუნო ვერსიით, მამაკაცი ალჟირის ნაკრების ქომაგი უნდა ყოფილიყო და სამუელს მარტში გამართული კამერუნი-ალჟირის მატჩი გაახსენა, რომლის 124-ე წუთზე კამერუნმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ამის შემდეგ მოხვდა მუნდიალზე.
ალჟირელებმა არასამართლიანი მსაჯობის გამო ფიფას მიმართეს და მატჩის გადათამაშება ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. იქიდან მოყოლებული კი ალჟირელები ხელსაყრელ შანსს ხელიდან არ უშვებენ და კამერუნელებს აძაგებენ:
“ალჟირელები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გვადანაშაულებენ. კამერუნელი ქომაგიც სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცა და ვერ ვიგებ მიზეზს” – ესეც ეტო’ო-ს სიტყვებია.
ჰო, ყველაფერთან ერთად, 41 წლის ეტო’ო “Qatar Supreme Committee”-ის ამბასადორია, ეს ორგანიზაცია კი ფიფასთან ერთად მუნდიალის ორგანიზატორია.
GIPHY App Key not set. Please check settings