in

შჩესნიმ პენალტის ეპიზოდი გაიხსენა

პოლონეთის ნაკრების მეკარე ვოიცეხ შესნიმ იმის შესახებ ისაუბრა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც არბიტრი დენი მაკელი Var-ზე პენალტის ეპიზოდის შესამოწმებლად წავიდა. 

“მესის პენალტის დაწყებამდე ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ არბიტრი პენალტს არ დადებდა და 100 ევროს ფსონს ჩამოვდიოდი, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ მესისთან ეს ფსონი წავაგე.

არ ვიცი, ნებადართულია თუ არა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე. შესაძლოა, ამის გამო დისკვალიფიკაცია მივიღო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვღელავ. ასევე არ ვაპირებ მესის 100 ევრო გადავუხადო, რადგან ვფიქრობ, ეს არც მას ანაღვლებს.

მსაჯს თავიდანვე ვუთხარი,

რომ კონტაქტი იყო, თუმცა პენალტი დასანიშნი არ გახლდათ. ლეო ზოგიერთ პენალტზე მეკარეს უყურებს, ზოგს კი ძლიერად ურტყამს. ვიცოდი, რომ თუ ძლიერად დარტყმას აპირებდა, ეს უფრო მარცხნივ იქნებოდა.

დავინახე, რომ გამორბენის დროს ის არ ჩერდებოდა. ამიტომაც მარცხენა კუთხე ავირჩიე და პენალტიც მოვიგერიე”, – უთხრა შესნიმ TV 2 Sport-ს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პელე: მადლობა კარგი სიტყვებისთვის, მალე დავბრუნდები

დიდი 10-ის ფინალი ავჭალაში გაიმართება