in

ლუის ენრიკე: ფრეზე თამაში ძალზე სარისკოა

დღეს, ესპანეთის ნაკრები იაპონიას შეხვდება და ჯგუფში გამოსვლას დაასრულებს. სიტუაცია ამგვარია: ესპანეთს 4 ქულა აქვს, 3-3 იაპონიასა და კოსტა რიკას, ხოლო გერმანიას 1.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კი ესპანელთა მესაჭეს 1 ქულაზე თამაშის შესახებ ჰკითხეს:

“კარგი შეკითხვაა, ამაზე ჩვენც ვიფიქრეთ, თუმცა წარმოიდგინეთ, ჩვენ გვსურს მე-2 ადგილი და 90-ე წუთია. ფრე გვყოფნის, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე კოსტა რიკამ და იაპონიამ გაიტანეს. რა ხდება? – ჩვენ ჯგუფში ვრჩებით. ეს გემბლინგია, რომელშიც დამარცხდი.

როდესაც გჯერა, რომ საჩემპიონო გუნდი გყავს აქ 7 მატჩის ჩასატარებლად ხარ, შესაბამისად, არავის უნდა უფრთხოდე. 1/4 ფინალში ბრაზილიის ნაკრები? კიბატონო, ამ ეტაპიდან იოლი მეტოქე ხომ ისედაც არ არსებობს”.

ესპანეთი თავის მატჩს 23:00-ზე გამართავს. ჰო, თუკი ფურია როხა მე-2 საფეხურზე აღმოჩნდება, 1/4 ფინალში, პოტენციურად სელესაო ელის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდიე დეშამი: როტაცია გარდაუვალი იყო

მაურისიო პოჩეტინო: სანაკრებო გამოწვევისთვის მზად ვარ