გუშინ, მუნდიალზე მესამე ტურის მატჩები დაიწყო და საქმეში A და B ჯგუფები ვიხილეთ.
19:00-ზე გამართულ მატჩებში სენეგალმა ეკვადორი 2:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა, ხოლო ნიდერლანდებმა, მანსპინძელი კატარის ბარიერი უპრობლემოდ დასძლია და 2:0 გაიმარჯვა.
- ნიდერლანდები 7ქ
- სენეგალი 6ქ
- ეკვადორი 4ქ
- კატარი 0ქ
რაც შეეხება საღამოს სესიას: ირანისა და აშშ-ს მატჩი არც ისეთი სისხლისმღვრელი აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც იყო. მთლიანობაში აშშ-მ 1:0 გაიმარჯვა და ერთადერთი ბურთი პულისიჩის ანგარიშზეა.
მეორე მატჩში კი ინგლისმა უელსს 3:0 გადაურბინა. მარკუს რაშფორდის დუბლს შუალედში ფილ ფოდენი გამოეხმაურა, რომელმაც პირველად ითამაშა ამ მსოფლიოზე და გოლიც გაიტანა. ჰო, საუთგეითმა გუშინ ტრენტ-ალექსანდერ არნოლდიც ათამაშა და ჯამში ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვა, უელსმა კი ძალზე უსახური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
- ინგლისი 7ქ
- აშშ 5ქ
- ირანი 3ქ
- უელსი 1ქ
რაც შეეხება 1/8 ფინალურ წყვილებს: სენეგალი – ინგლისი / ნიდერლანდები – აშშ.
GIPHY App Key not set. Please check settings