in

დღეიდან მუნდიალის ფორმატი იცვლება

დასრულდა მეორე ტური და დღეიდან უკვე მატჩები განსხვავებულ დროს დაიწყება.

ჯგუფის ორივე მატჩი ერთდროულად 19:00-სა და 23:00-ზე დაიწყება, რაც ტრივიალური ლოგიკაა – რომელიმე გუნდს რომ უპირატესობა არ ჰქონდეს. მაგალითად, თუკი ჯგუფის ერთი შეხვედრა დასრულებულია შენ უკვე იცი რა ანგარიშით გამარჯვება გჭირდება და ა.შ.

დღეს 19:00-ზე A ჯგუფი იწყებს: სენეგალი – ეკვადორი და ნიდერლანდები – კატარი.

ჯგუფში ნიდერლანდელები და ეკვადორელები 4 ქულით პირველები არიან. სენეგალს 3 ქულა აქვს, ხოლო კატარი 0 ქულით ბოლოზეა და ჯგუფში ჩარჩენა გაინაღდა.

23:00-ზე კი უკვე B ჯგუფი: ირანი – აშშ და ინგლისი – უელსი.

ირანისა და აშშ-ს მატჩზე რა უნდა ვთქვათ. ეს მატჩი გაცილებით მეტია ვიდრე მუნდიალზე დაპირისპირება. აქ საქმეში პოლიტიკა ერთვება და ძალაუნებურად, ამ მატჩმა საოცარი აფიშა მიიღო. მკვეთრად დაპირისპირებული ორი ძალზე მძლავრი ქვეყანა ურთიერთობას მწვანე საფარზე გაარკვევს. აქ სატურნირო ცხრილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც: ჯგუფს ინგლისი ლიდერობს 4 ქულით, ირანი 3, აშშ 2, უელსი 1.

მეორე მატჩში ბრიტანული დერბი გვაქვს, მაგრამ საქმე მარტივადაა: ინგლისი იმარჯვებს და გადის პირველ ადგილზე, ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გარანტირებულად გადის, მაგრამ პოზიცია უცნობია, ხოლო მარცხის შემთხვევაშიც საკმაოდ დიდი შანსებია ირანის განადგურების გათვალისწინებით, მაგრამ დიდი ანგარიშით მარცხი ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იუვენტუსიდან: ანიელი, ნედვედი და კიდევ ბევრი სხვა წავიდა

ომარ მომანის კარიკატურები რონალდუს ამბავზე