გუშინ, გერმანიის ნაკრებმა მორიგი უღიმღამო მატჩი გვიჩვენა და ფიულკრუგის გასროლა რომ არა დღეს ბუნდესნაკრები შინისაკენ გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშვნას დაიწყებდნენ.
ზედიზედ მეორე მუნდიალია გერმანელები ძალიან ცუდად გამოიყურებიან, მაგრამ ყველაზე საინტერესო მთავარი მწვრთნელის, ჰანზ-დიტერ ფლიკის კომენტარია:
“გუნდი შეუპოვრად იბრძოდა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ გაერთიანებულები ვართ, თუმცა ეს გარედან, შესაძლოა, სხვაგვარად ჩანდეს.
ბიჭებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და ვამაყობ. თუკი ამ მუხტს შევინარჩუნებთ და ბრძოლას განვაგრძობთ, წარმატება აუცილებლად მოვა”.
ეს რომ, განის, საუდის არაბეთის ან ეკვადორის მესაჭეს ეთქვა გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ხომ გერმანიაა, რომელიც სულ ფავორიტია და მუდამ ომახიანად იწყებს, მაგრამ ახლა 2 ტურის თავზე 1 კინკილა ქულა აქვს და ბოლო საფეხურზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings