in

6 გოლიანი თრილერი კამერუნსა და სერბეთს შორის!

აი სტარტი. მართლაც, დღის დასაწყისი ამგვარი უნდა, კამერუნმა და სერბეთმა 6 გოლიანი ომი შემოგვთავაზეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

შეხვედრა ისე დაიწყო, რომ აფრიკელები მალევე წინ გავიდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ მოშვება და კომპენსირებულ დროში სერბებმა ორჯერ აიღეს მეტოქის კარი.

მეორე ნახევარში, ვინ თუ არა მიტროვიჩმა გაიტანა კიდევ ერთი და ანგარიში 3:1 გახდა. ამის შედმეგ კი უკვე 3 წუთიანი ბლიც-კრიგი კამერუნელთა შესრულებით და ჯერ აბუბაქარმა შემდეგ კი ჩუპო მოტინგმა მეტოქე დასაჯეს და ტაბლოზე 3:3 დაფიქსირდა.

მოპოვებული ქულა ორივე გუნდისათვის სადებიუტო იყო. შვეიცარია და ბრაზილია კი 3-3 ქულით ჯგუფს ლიდერობენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰანზი ფლიკი ესპანეთთან ფრეზე: ეს კოლოსალური წარმატებაა და ჩემი ბიჭებით ვამაყობ

ფავორიტებმა გაიმარჯვეს, ადრეულ მატჩებში კი უამრავი გოლი გავიდა