ორიოდ დღისწინ, კევინ დე ბრუინმა კანადასთან გამარჯვების შემდეგ ასეთი რამ თქვა: “მუნდიალის მოგება? არა, ჩვენ უკვე დავბერდით და წინა მსოფლიო ხელიდან გავუშვით”.
მის სიტყვებს არაერთგვაროვანი გამოხმარეუბა მოჰყვა, მაგრამ ძირითადად, ბელგიის ნაკრების ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გააკრიტიკეს. გამონაკლისი არც ექს ქალაქელი პაბლო საბალეტა ყოფილა, რომელმაც ტრიბუნად “BBC SPORTS” გამოიყენა და ყოფილ გუნდელს უპასუხა (ისინი “სიტის” რიგებში ერთად გამოდიოდნენ) :
“ბელგიელი რომ ვიყო ძალიან გავღიზიანდებოდი. ნაკრების ლიდერისგან ამგვარი სიტყვების მოსმენა ძალიან ცუდია. შესაძლოა, ეს მაინდ გეიმი იყოს, მაგრამ მაინც. ისე, ურუგვაი და პორტუგალია ასაკის გამო არ წუწუნებს.
ეს ფეხბურთის სიყვარულია? ბელგიელებს არასწორი შეხედულება აქვთ. შეხედეთ ხორვატიას, ლუკა 37 წლის არის, იქვეა ლოვრენი. ანდაც შეხედეთ ურუგვაის: გოდინი, სუარესი, კავანი… ამით ყველაფერი ნათქვამია.
აქ მიდგომის პრობლემამდე მივდივართ. დიახ, ვთვლი, რომ ბელგიას ხარისხობრივად არაერთი კარგი მოთამაშე ჰყავს საიმისოდ, რომ ნებისმიერი დაამარცხოს, მაგრამ ამგვარი დამოკიდებულებით არაფერი გამოვა”.
GIPHY App Key not set. Please check settings