in

დუდამ 19 ქულა ჩააგდო

კვიპროსულ “ანორთოსისში” ბრწყინვალე დებიუტის (27 ქულა) შემდეგ დუდა სანაძემ მეორე შედეგიანი მატჩი გამართა. წინა მატჩში ქართველი სნაიპერის გარჯა ფამაგუსტელებს მოსაგებად ეყოთ – გასულ მატჩში “ანორთოსისი” დამარცხდა. დუდას გუნდის მეტოქე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “კერავნოსი” გახლდათ, რომელმაც შინაური მატჩი 103:85 მოიგო.

სანაძის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 19 ქულას აგებდა და მატჩის მოგების შანსიც აღარ ჰქონდა. დუდამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 9 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ სანაძემ

7-დან 7 სამქულიანი ააცილა.

დუდა ორ მატჩში საშუალოდ 22 ქულას იხვეჭს. “ანორთოსისმა” 6 ტურში მეოთხედ წააგო და 11-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს. სანაძის კლუბი მომდევნო ტურში “აპოლონს” შეხვდება, რომელიც ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.

GBF.GE

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთში წავიდა

გერმანიამ უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა, კანადა მუნდიალს დაემშვიდობა