in

რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთში წავიდა

საქართველოს ნაკრების 21 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი (სიმაღლე 194 სმ) ესპანური “მურსიას” წევრი გახდა.

ლიგა ენდესას საიტის ცნობით, ანდრონიკაშვილმა “მურსიასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მისი გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა და ხვალიდან სიტო ალონსოს ხელმძღვანელობით შეუდგება ვარჯიშს.

კლუბის ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ ქართველი ფიზიკურად ძლიერია, დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც, ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა, შესარჩევ ეტაპზე ჩატარებულ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს 17 ქულა ჩაუგდო და ადრე NCAA-ის “კრეიტონში” თამაშობდა.

“მურსია” ესპანეთის პირველობაზე 9 ტურის შემდეგ 4 მოგებით მე-12 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფის ლიდერია.

ამ გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: 4-სართულიანი გასაბერი მესი ობელისკთან დადგეს

დუდამ 19 ქულა ჩააგდო