in

წელს ევროპაში ყველაზე მეტი ხალხი ბარსაზე დადის

ამ სეზონში ევროპაში „ბარსელონას“ საშინაო მატჩები ყველაზე მეტ გულშემატკივარს აგროვებს.

„კამპ ნოუს“ საშუალო დასწრება ლა ლიგის სეზონის პირველ ნაწილში 83 194 ადამიანს შეადგენს. „ბარსას“ ორ თამაშს 90 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო – „ინტერთან“ (3:3, 92 302) და „ალმერიასთან“ (2:0, 92 605).

მიმდინარე სეზონში საშუალო დასწრების მაჩვენებლით ტოპ 10 ევროპული კლუბის რეიტინგი ასეთი გამოვიდა:

  1. „ბარსელონა“ (83 194 ჩემპიონატის მატჩებზე);
  2. „ბორუსია“ დორტმუნდი (81 032);
  3. „ბაიერნი“ (75 007);
  4. „მანჩესტერი“ (74 184);
  5. „მილანი“ (72 656);
  6. „ინტერი“ (72 080);
  7. „მარსელი“ (62 136);
  8. „რომა“ (61 794);
  9. „შალკე“ (60 870);
  10. „არსენალი“ (60 135).

მადრიდის „რეალის“ საშინაო მატჩების საშალოდ დასწრებამ 57 552 ადამიანი შეადგინა, ხოლო „ატლეტიკოსი“ – 54 507.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყატარში ჟურნალისტს მშობლიური დროშა დაუმტვრიეს – ლგბტ ეგონათ

რომან დოლიძე 4 დეკემბერს იჩხუბებს