მუნდიალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ყატარში ლუდის გაყიდვა აიკრძალებოდა. ეს ბუნებრივია დიდი დარტყმა იქნებოდა ლუდის მიმწოდებელი კომპანიისთვის და აგერ შედეგმაც არ დააყოვნა – „ბუდვაიზერი“ ფიფას უჩივის.
ცნობილმა ლუდსახარშმა კომპანიამ დიდი ფული დახარჯა ჩემპიონატის სპონსორი და ექსკლუზიური მიმწოდებელი რომ გამხდარიყო.
ყატარელთა გადაწყვეტილების გამო კომპანია დაზარალდა, ხოლო ფიფამ პარტნიორი ვერ დაიცვა. ამიტომ „ბუდვაიზერმა“ გადაწყვიტა ფიფას უჩივლოს დაკარგული მოგების გამო.
იწერება, რომ ყატარში ლუდი არ გაიგზავნება, „ბუდვაიზერი“ სასმელს შეთავაზებს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ქვეყანას. ლუდის ღირებულება 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული, საუბარია მილიონობით ლიტრ ლუდზე.
GIPHY App Key not set. Please check settings