in

4 ქართველი სიმბოლურში: ჩვენი მორაგბეები დაფასდნენ

საქართველოს ნაკრებმა ისტორიული და დაუვიწყარი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც TIER 1-ის გუნდს, უელსს მისავე კარდიფში მოუგო – 13:12. ბუნებრივია, ამ გამარჯვების გამო ჩვენი მორაგბეები კიდევ უფრო დაფასდნენ.

პოპულარულმა სარაგბო გამოცემა Planetrugby-მ ნოემბრის ტესტების მესამე კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ოთხი ქართველი შეიყვანა – გარემარბი ალექსანდრე თოდუა, 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, შერკინების ბურჯი ნიკა აბულაძე და შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი.

4 მორაგბე სხვა არცერთ გუნდს არ ჰყავს. 3-3 მოთამაშით არიან წარმოდგენილი შოტლანდია და ახალი ზელანდია, ორი კაცი ჰყავს ინგლისს და თითო სამხრეთ აფრიკას, საფრანგეთსა და ირლანდიას.

აი რას წერს Planetrugby ჩვენს მორაგბეებზე:

ნიკა აბულაძე – წარმოიდგინეთ, თამაშის დასრულებამდე 5 წუთი დარჩა. ორ ქულას აგებ და შანსი გაქვს საჯარიმო მოიპოვო თუ მეტოქეს შერკინებაში აჯობებ. ამ დროს, აბულაძემ ვიზავი სემ უეინრაიტი “პრინსიპალიტის” სახურავზე შემოსვა. ეს მას არადროს დაავიწყდება.

შალვა მამუკაშვილი – მსოფლიო რაგბიში ყველაზე შთამბეჭდავი წვერის მატარებელი კაცი კარდიფში, მატჩის მიწურულს შესანიშნავად გაისარჯა. შერკინებაში მისმა ბრწყინვალე თამაშმა გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ვასილ ლობჟანიძე – ქართველი 9 ნომერი აბსოლუტურად შთამაგონებლად ირჯებოდა და ის გუნდთან ერთად ისტორიაში შევიდა.

ალექსანდრე თოდუა – ჩვენ შეგვეძლო საუკეთესოდ შოტლანდიელი დუჰან ფან დერ მერვე ან ლელოების მანქანა, სამხრეთაფრიკელი კურტ-ლი არენდსე დაგვესახელებინა. თუმცა, ჩვენი არჩევანი რაგბის რომანტიკოსებისთვისაა, რადგან მან და საქართველომ კარდიფში გაიბრწყინეს.

სიმბოლური ნაკრები

ვილი ლე რუ (სამ. აფრიკა), 14. დარსი გრემი (შოტლანდია), 13. რეიკო იოანე (ახ. ზელანდია), 12. სიონე ტუიპულოტუ (შოტლანდია), 11. ალექსანდრე თოდუა (საქართველო), 10. ფინ რასელი (შოტლანდია), 9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო) – 1. ნიკა აბულაძე (საქართველო), 2. შალვა მამუკაშვილი (საქართველო), 3. უილ სტიუარტი (ინგლისი), 4. ბროდი რეტალიკი (ახ. ზელანდია), 5. დევიდ რიბანსი (ინგლისი), 6. შარლ ოლივონი (საფრანგეთი), დელტონ პაპალიი (ახ. ზელანდია), 8. კილან დორისი (ირლანდია).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრე უკრაინასთან: ახალგაზრდული წელი დასრულდა

ლუდი ფიფას უჩივის